суббота, 18 июля 2015 г.

სასწავლო პროექტის გეგმა

პროექტის პორტფოლიო

სასწავლო თემის ავტორი
სახელი და გვარი
ლედი  სილაგაძე
რაიონი
ცაგერი
სკოლა
ტვიშის  საჯარო  სკოლა
სოფელი
ტვიში
თემის  მონახაზი
თემის  დასახელება 
საქართველოს  ეროვნული  მუზეუმი
თემის შინაარსი
მოსწავლეები მოიძიებენ იმფორმაციას ეროვნული მუზეუმის შესახებ.
საგანი
მსოფლიო  კულტურა.
დონე/კლასი  
მე-10      (საშვალო  საფეხური),
განხორციელების დროის ჩარჩო
1 თვე..
თემის საფუძვლები
შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები
პროქტი მჭიდრო კავშირშია ეროვნულ სასწავლო გეგმაში წარმოდგენილ მსოფლიო  კულტურის სწავლების მიზნებსა და ამოცანებთან  და პასუხობს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ პუნქტებს:
      მსოფ. კულტ. X/XI/XII. 2.    მისთვის  ცნობილი  მაგალითების  მიხედვით  მსჯელობს  სხვადასხვა  კულტურის  დამოკიდებულებაზე ბუნებისადმი,განასხვავებს  და  აფასებს  შსაბამის  შედეგებს;  ლოკალურ  გარემოზე   დაკვირვებით  და  ინტერნეტისა  და  მასმედიის  საშვალებით  მოიპოვებს  ინფორმაციას.
      მსოფ. კულტ. X/XI/XII. 3.    ჯგუფში  და  ინდივიდუალურად  ადგენს  ნებისმიერი  კულტურისთვის  დამახასიათებელი  უნივერსალიების ჩამონათვალს;  მიმოიხილავს  კულტურის  გავლენას  კაცობრიობის  განვითარების  სხვადასხვა  ეტაპზე   ადამიანის ბიოლოგიური,  სოციალური  და  პიროვნული  მოთხოვნილებების დაკმაყოფილების  ფორმების  გათვალისწინებით  და წერს  ესეს.
       მსოფ. კულტ. X/XI/XII. 5.  ეცნობა  საქართველოს  კუთხეებისთვის  დამახასიათებელ  თვისებებს   და  ადარებს  მათ  მსხვილი ურბანულ  ცენტრების  კულტურას; მოსწავლე  ადგენს  ცხრილს,  რომელშიც  სხვდასხვა  ეპოქის  მიხედვით  აისახება   ადამიანთა  სივრცითი   და  სოციალური  მობილობის  მაგალითები;   სხვადასხვა  სიტუაციის  განხილვის  საფუძველზე  აკეთებს  ანალიზს  და  დასკვნას.
     მსოფ. კულტ. X/XI/XII. 8 .   განასხვავებს  და  ადარებს  ერთმანეთს  კონკრეტულ  სოციალურ - კულტურულ   ნორმებსა  და  სტერეოტიპებს;  მონაწილეობას  იღებს   გასვლით  გაკვეთლებში  მუზეუმებსა  და/ან არქეოლოგიის , ისტორიის, არქიტექტურის  ძეგლებზე;  აცნობიერებს საქართველოს  კულტურული  მემკვიდრეობისდა  ფდა  მისი  დაცვის  საზოგადოებრივ  მნიშვნელობას.
      მსოფ. კულტ. X/XI/XII. 9 .   ახასიათებს  საკუთარი  და  წინა  თაობების  კულტურულ  ნორმებსა  და  ქცევის  ნიმუშებს,  გამოყოფს  უცვლელ  და  განსხვავებულ მახასიათებლებს  და  უკავშირებს  მათ   კულტურის   სახეცვლილებას  დროში;  აანალიზებს  მასობრივი   საკომუნიკაციო ტექნოლოგიების   როლს თანამედროვე  კულტურის  განვითარებაში  და  ჯგუფში  მსჯელობს  ამ  ტექნოლოგიების  პერპექტივებზე.
       
მოსწავლეების ამოცანები/სწავლის შედეგები
ü  მოსწავლეები  შეძლებენ:
ü  პრობლემის  გააზრებასა  და  მიზეზ-შედეგობრივი  კავშირების  დადგენას.
ü  ინფორმაციის  მოძიებასა და  ორგანიზებას.
ü  პოზიციის  შემუშავებას, კრიტიკასა  და   დაცვას.
ü  გამოიყენონ სხვადასხვა ელექტრონული და ბეჭდური მასალა ინფორმაციის შესაგროვებლად და გასაერთიანებლად, შემდეგ კი მიღებული ცოდნის აუდიტორიისათვის გადასაცემად.

მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები
ზოგადი კითხვა
რით  განსხვავდება  ადამიანის სხვა  ცოცხალი  არსებისგან?
რატომ  უნდა  გავუფრთხილდეთ  და  შევისწავლოთ   წარსული ? 

თემატური კითხვები
რა  არის   კულტურა?
რამ  განაპირობა  ერთმანეთისაგან განსხვაველული  მრავალი  კულტურის  წარმოშობა?
შინაარსობრივი კითხვები
როდის  დაარსდა  საქართველოს  ეროვნული  მუზეუმი?    


შეფასების გეგმა
შეფასების დროის ჩარჩო
პროექტზე მუშაობის დაწყებამდე
მოსწავლეები მუშაობენ პროექტებზე და ასრულებენ დავალებებს
პროექტზე მუშაობის დასრულების შემდეგ





ვენის  დიაგრამა.





· გონებრიბრივი იერიში.

· სქემის- ვიცი,მინდა  ვიცოდე, ვისწავლე-  შევსება.
·          ერთობლივი  მუშაობის  დაკვირვების
·          ჟურნალი.
ჯგუფურად  დაყოფა.

მასწავლებლის  კონსულტაცია.
პრეზენტაციის  მომზადების  ჩეკლისტი.

პრეზენტაციის  რუბლიკა.
პრეზენტაცია.

  საკლასო  ესე.
პრეზენტაციის რუბლიკა.

ესეს  შეფასების  რუბლიკა.

შეფასების/შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი
მოსწავლეთა  პროვიცირებისთვის  დასმული კითხვების  შემდეგ   ვაკეთებ   ვენის  დიაგრამას , სადაც  გამოჩნდება  მოსწავლეთა   მიერ  დანახული  საერთო  და  განმასხვავებელი   თვისებები;  „ ვიცი, ვისწავლე  და  მინდა  ვიცოდე“   სქემის   საშვალებით  დაადგენენ   მათ  წინარე   ცოდნასა  და  საჭიროებებს;  პროექტის  ბოლოს  ვავსებთ  გრაფას - „ვისწავლე“,  სადაც  ნათლად  გამოჩნდება  შეძენილი  ცოდნა.
სხვა საკითხები
საბაზისო უნარ-ჩვევები
·         ინტერნეტ რესურსების მოძიების უნარები
·         მასალების ინტერპრეტირების და მოსაზრებების გამოხატვის უნარი
·         ვორდის პროგრამაში მუშაობის და პუბლიკაციის შექმნის საბაზისო ცოდნა
·         პრეზენტაციისთვის  საჭირო  უნარ-ჩვევები.

სასწავლო პროცედურები
1.     მასწავლებლის მიერ მოსწავლეთათვის იდეის გაცნობა;
2.     საბაზისო  ცოდნის   შემოწმება  და  გამყარება;
3.     ჯგუფების შექმნა;
4.     ჯგუფებში მოსწავლეთა მიერ ფუნქციების განაწილება;
5.     მოსწავლეთა  მიერ  სქემის:  „  ვიცი, ვისწავლე , მინდა  ვიცოდე“  - შვსება.  ( შეავსებენ  მხოლოდ I –III  სვეტს. )
6.     მუშაობის  დაწყება:
Ø  ინფორმაციის  მოძიება  ინტერნეტისა  და  საჭირო  ლიტერატურის  დახმარებით.
Ø  ექსკურსია  თბილისის  ეროვნულ  მუზეუმში.
Ø  დისკუსიის  მოწყობა  საკლასო  ოთახში.
Ø  პრეზენტაციის  მომზადება.
Ø  ბუკლეტების  ელ.  ვერსიის  მომზადება, დაბეჭდვა  და    დარიგება;
Ø  ესეს  შექმნა .
Ø  კედლის  გაზეთის  შექმნა.
Ø  შესრულებული  სამუშაოს   შეჯამება, აუდიტორიისათვის  გაცნობა.
7.     პროექტის  შეფსება   სპეციალურად  მომზადებული  რუბლიკის  მიხედვით.



დიფერენცირებული სწავლება

სპეციალური საჭიროებები
მასწავლებელი  მოსწავლეებს  ინტერესებისა  და  შესაძლებლობების  მიხედით  უნაწილებს  დავალებებს:
·         ვაძლევ  მითითებებს წყაროების მოძიების შესახებ.
·         მოსწავლეებთან ვმართავთ დამატებით კონფერენციას და  ვეხმარებით  მათ მონაცემების ორგანიზებაში.
·         დავალების დასასრულებლად ვაძლევ  მეტ დროს.


არაქართულენოვანი
მოსწავლეები (მოსწავლეები, რომლებისთვის სწავლების ენა არ არის მშობლიური)



არაქართულენოვანი  მოსწავლეები  არ  გვყავს.

მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები

მონაწილეობას  იღებენ  პროექტის ორგანიზებაში, ეხმარებიან  სუსტ მოსწავლეებს  დავალების  შესრულებაში, აწარმოებენ  და  აფასებენ  ჯგუფის  მუშაობას.
სასწავლო თემისთვის საჭირო მასალები



ტექნოლოგიატექნიკა (მონიშნეთ პროექტისათვის  საჭირო ტექნოლოგიური უზრუნველყოფა)

 ფოტოკამერა
 კომპიუტერი (ები)
 ციფრული კამერა
 DVD ფლეიერი
 ინტერნეტკავშირი
 ლაზერული დისკი
 საბეჭდი მანქანა/პრინტერი
 პროექტორი
 სკანერი
 ტელევიზორი
 VCR, ვიდეო
 ვიდეოკამერა
 ვიდეო საკონფერენციო აღჭურვილობა.
 სხვა      
ტექნოლოგია – პროგრამული უზრუნველყოფა (მონიშნეთ პროექტის ფარგლებში გამოყენებული პროგრამა/პროგრამები )
 მონაცემთა ბაზა/ცხრილები
 საგამომცემლო პროგრამები
 ელფოსტის პროგრამა
 ენციკლოპედია კომპაქტდისკზე
 ფოტო/სურათების დამუშავება
 ინტერნეტძიება
 მულტიმედია
 ვებგვერდის შექმნა
 ვორდის პროგრამა
 სხვა      


ბეჭდვითი მასალები
ბიბლიოთეკის რესურსებიდან აღებული ტექსტები :

1.    ბროშურასაქართველოს ეროვნული მუზეუმი

  1. ჟურნალი-  მუზეუმი
  2. საქართველოს  ერვნული  მუზეუმის  მოამბე - 2013წ.
  3. „მუზეუმი  21-ე საუკუნის  გამოწვევების  პირისპირ.“- ნ. გედევანიშვილი 2011წ.
ინვენტარი/მასალები
საკანცელარიო ნივთები (თაბახის ფურცლები და კალმები, ფერადი ფანქრები, წებო, მუყაო...)
ინტერნეტრესურსები
სხვა რესურსები
დროითი რესურსი:   დამატებითი  გაკვეთილები



Комментариев нет:

Отправить комментарий